Tuesday 3 June 2014

ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ი            


მათემატიკის გაკვეთილი თინიკო სარალიძესთან ერთად ბუნებაში



გაკვეთილი ბუნებაში

გაზომვების პროცესში თინიკოც მონაწილეობს

გაკვეთილების შემდეგ
  ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
გამარტივებული ფორმა
სკოლა: აგარის საჯარო ;   კლასი : მე-7-ე
მოსწავლე: თინათინ სალარიძე
დაბადების თარიღი:1997 წელი, 28 ივლისი---ასაკი:16 წლის
მშობელი/მეურვე: ნანა თედიაშვილი
მისამართი/ტელეფონი: 599-33-44-34
შეხვედრის თარიღი:
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა:15.09. 2013 წლიდან 15.06.2014 წლამდე
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა გადაიხედება___________________________
შეხვედრის ტიპი (შემოხაზეთ)
საწყისი გადაფასება საჭიროებისამებრ დაგეგმილი შეფასება წლიური შეფასება
მონაწილეები:
ინდივიდუალური სასწავლო გეგმის კომპონენტები
დამხმარე კითხევბი
შეფასება
ძლიერი მხარეები
რისი გაკეთება შეუძლია მოსწავლეს?
თინათინი წერს, ხატავს, კალამს და ფანქარს კარგად ხმარობს. მას შეუძლია კარნახით წერა, კითხულობს, მაგრამ წაკითხულიდან შინაარსის გადმოცემა არ შეუძლია.
რა აინტერესებს?
აინტერესებს ხატვა
რა მოსწონს?
მოსწონს მეგობრებთან ურთიერთობა
რაშია მოსწავლე ყველაზე წარმატებული?
მოსწავლე ხშირად საჭიროებს რეაბილიტაციურ კურსებს, ამიტომ წარმატებული მხარის გამოვლენა მიჭირს


პრობლემური სფეროები
რა პრობლემები უჩნდება მოსწავლეს ყველაზე ხშირად?
·         მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა არის გადაადგილება, ის ეტლშია, მაგრამ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ასევე, თინიკო ძალიან იღლება ეტლში ჯდომით და მას ესაჭიროება დასასვენებელი ოთახი
·         ამათუიმ უნარის განვითარება ხდება ძალიან ნელა
·         ახასიათებს გრძნობების არასწორი გამოვლენა, იმპულსური ქცევა და გაუაზრებელი მოქმედება, ასევე თანატოლებთან ცუდი კონტაქტი
·         აქვს მეტყველების პრობლემები
·         ვერ ახერხებს დავალებაზე კონცენტრირებას და საერთოდ, ყურადღების კონცენტრაციას
როდის იჩენენ პრობლემები თავს?
პრობლემა სისტემატიურია, მშობელი ეხმარება გადაადგილებაში, ზამთარში უჭირთ სიარული და ამიტომ ბევრი გაკვეთილი  უცდება


მიზეზები
თქვენი აზრით რა იწვევს პრობლემებს სასწავლო პროცესში?
თინიკოს ავადმყოფობა იწვევს პრობლემას სასწავლო პროცესში, ასევე მას არა აქვს ყურადღების კონცენტრირების უნარი


საჭიროებები
რა ჭირდება მოსწალეს იმისთვის, რომ უკეთ გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები?
მოსწავლეს სჭირდება სისტემატიური სიარული სკოლაში, რასაც ვერ უზრუნველყოფს მშობელი
რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მოსწავლემ უკეთესად იგრძნოს თავი სკოლაში, თანაკლასელებთან და მასწავლებელთან?
·         სკოლაში მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან თინიკო ცუდად არ გრძნობს თავს, რადგანაც ყველანი უწყობენ ხელს, რათა მან საზოგადოებაში თავისი თავის რეალიზება მოახდინო


წლიური მიზანი
რისი მიღწევა გვინდა სასწავლო წლის განამავლობაში?
·         მიეჩვიოს სოციუმში ყოფნას
·         გამოუმუშავდეს კომუნიკაციის უნარები
·         განუვითარდეს თვითმომსახურეობის ჩვევები
·         განუვითარდეს წერისა და მეტყველების უნარები
·         შეძლოს ყურადღების კონცენტრაცია
·         განუვითარდეს ელემენტარული პრაქტიკული მათემატიკური უნარები (მაღაზიაში გამოსაყენებლად)
·         შეძლოს ჩვენს ირგვლივ ამოიცნოს გეომეტრიული ფიგურები
·         შეძლოს საათის ცნობა
(გაიწერება ცალ–ცალკე მიზანი ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )

მოკლევადიანი მიზნები
რისი მიღწევა გვინდა საწყის, მეორად და შემდგომ ეტაპებზე წლიური მიზნის მისაღწევად?
·         მათემატიკის სახელმძღვანელოში ყველა თემას აქვს მარტივი საკითხები, თითოეულ თემასთან დაკავშირებით თინიკოს უნდა დავეხმარო ამ საკითხების მარტივად აღქმაში
·         ის, რაც იწერება დაფაზე, გადაწეროს, რათა შეძლოს წერა, გაიმეოროს მარტივი ცნებები
·         გეომეტრიული ფიგურების ამოსაცნობად ჩვენს ირგვლივ მას ესაჭიროება წრთვნა, ვარიში, სამკუთხედების, ოთხკუთხედების დახატვა, დახაზვა, გამოჭრა.
·         მათემატიკური ამოცანების ამოხსნისათვის ამოცანის ჩამოყალიბება  უნდა მოხდეს მისთვის ნაცნობი ცხოვრებისეული მონაცემების ენაზე, რაც საშუალებას მისცემს თინიკოს, უფრო კარგად გაიაზროს ამოცანა და მოახდინოს მისი მათემატიკური ინტერპრეტაცია და შეძლოს მარტივი ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრა (მაგ.: მაღაზიაში ნივთების ყიდვის დროს შეძლოს გადასახდელი თანხისა და ხურდის გამოანგარიშება)
·         დადებითი და უარყოფითი რიცხვების შეკრების დროს ამ რიცხვების განხილვა უნდა მოვახდინო „ვალისა“ და „ქონების“ კონტექსტში, შემდეგ მოსწავლემ უნდა მოახდინოს შედეგების დაფიქსირება და საკუთარი არჩევანის დასაბუთება
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს კენტი და ლუწი რიცხვების ჩამოთვლა, მათი განსხვავება
·         მოსწავლემ უნდა შეძლოს მარტივი მათემატიკური გამოთვლების ჩატარება
(გაიწერება ცალ–ცალკე მიზანი ყველა იმ საგნისა და სასწავლო აქტივობისთვის, სადაც მოსწავლეს პრობლემა აქვს )

პრქტიკული საკითხები
რა დამატებით მასალა შეგვიძლია გამოვიყენოთ?
ფერადი ქაღალდები, ფანქრები, პლასტელინი, კომპიუტერი, ფლიპჩართი
რა მეთოდი ავირჩოთ სწავლებისათის?
ვირჩევ კეთებით სწავლის მეთოდს, ასევე თამაშით სწავლის მეთოდს.
როგორ მოვარგოთ გარემო ბავშვის საჭიროებებს?
მისი მაგიდა ყველაზე ნაპირში უნდა იდგეს, მის გვერდით ყოველთვის ზის მოსწავლე, რომელიც მას დაეხმარება ჩანთიდან რაიმე ნივთის ამოღებაში, ან სწავლის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხის გაცემაში, თუ გაკვეთილს ბუნებაში ვატარებთ, მას მისთვის შესაბამისი დავალება ეძლევა, შედეგების დასაფიქსირებლად თინიკოს ირგვლივ ვიკრიბებით და ერთად განვიხილავთ შესასწავლ საკითხს
როგორ გავზარდოთ სწავლის მოტივაცია?
სწავლის მოტივაციის გასაზრდელად, ვიყენებ მრავალფეროვან მეთოდებს, კომპიუტერს, ბუნებას, ჯგუფურ მუშაობას, პროექტზე მუშაობას და ა. შ.

პასუხისმგებელი პირები
ვინ არის პასუხისმგებელი ინდივიდულური სასწავლო გეგმის განხორციელებზე?
დაბა აგარის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი: მზია დადვანი
რა კონკრეტული მოვალეობები ეკისრება გუნდის წევრებს? (პედაგოგი, მშობელი, ფსიქოლოგი და სხვა)
მშობელი: უზრუნველყოფს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში დასწრებას
პედაგოგი: ეხმარება მათემატიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერის განხორცილაბაში
ფსიქოლოგი: დროდადრო ეხმარება ფსიქოლოგიურად ესაუბრება მას
დამრიგებელი: ეხმარება სოციუმში დამკვიდრებაში                                    






მათემატიკის მასწავლებელი: მზია დადვანი



                                            2013 წ.

No comments:

Post a Comment