Monday, 16 June 2014

პროექტის: "ბუნებრივი განათება ჩვენს ფანჯრებში" პრეზენტაციის ფოტო და ვიდეო მასალა



პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სასწავლო დარგში დირექტორის მოადგილე, კლასის დამრიგებელი და ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ჩამოართვეს ინტერვიუ




                                           ერთ-ერთი ჯგუფის პრეზენტაცია




ჩვენი სტუმრები პროექტის  პრეზენტაციაზე


               
   
                       მოსწავლეთა პრეზენტაციაში ჩაერთო ბიოლოგიის მასწავლებელი
                                         


                  მოსწავლეთა მიერ პროექტის ფარგლებში დამზადებული ბუკლეტები




პრეზენტაციის შეჯამება და შეფასება მასწავლებლების მიერ





Wednesday, 4 June 2014

სამკუთხედების ტოლობის ნიშნები

სამკუთხედების ტოლობის ნიშნები

------------------------------------------------------------------------------------------------------------

პროექტ-გაკვეთილის გეგმა


1

      დაბა აგარის საჯარო სკოლის

       მათემატიკის  მასწავლებელი

                



              მზია დადვანი
2



                    კლასი
              
                        VII
3

           გაკვეთილის თემა

სამკუთხედების ტოლობის ნიშნები

4

მოსწავლეთა ორგანიზება
 
ჯგუფური (მოსწავლეები გაიყოფიან 2 ჯგუფად)
5

  გაკვეთილის სასწავლო მიზნები

                       და

   მისაღწევი შედეგები
·         მოსწავლეები ისწავლიან სამკუთხედის ტოლობის ნიშნებს
·         ისინი განიმტკიცებენ თანამშრომლობის უნარ-ჩვევებს
·         გამოიმუშავებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევებს
·         განიმტკიცებენ მიღებული შედეგების პრეზენტაციის უნარებს
6




საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები
·         მოსწავლეები ჯერ თეორიულად და სავარჯიშოების გამოყენებით შეასრულებენ საკითხთან დაკავშირებულ დავალებებს
·         მოახდენენ მიზნობრივი ამოცანის განხილვა- დამუშავებას ჯგუფებში
·         სკოლის ეზოში მოახდენენ იმიტირებულ მიუწვდომელ ადგილამდე მანძილების გაზომვას ჯგუფების მიხედვით
·         ბოლოს მოახდენენ მიღებული შედეგების პრეზენტაციას კლასის წინაშე
7

                   შეფასება
 მოსწავლეები შეფასდებიან :
·         თეორიული ცოდნით
·         ჯგუფში მუშაობის უნარით
·         ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარით
·         პრეზენტაციის უნარით

შეფასების კრიტერიუმები:
·         მათემატიკური ტერმინოლოგიის გამოყენება
·         გადმოცემის უნარი
·         საკითხის სრულფასოვნად შესრულება
8


ძირითადი სასწავლო რესურსები
·         საწერი კალმები და რვეულები
·         ფორმატის ქარალდები და მარკერები
·         საზომი საშუალებები („მეტრიანი“, თოკი)
·         სახელმძღვანელო
·         ცარცი და დაფა

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ანგარიში პროექტ-გაკვეთილის ჩატარების შესახებ (VII კლ.)

პროექტ-გაკვეთილის ერთ-ერთი აქტივობის ბუნებაში ჩატარების დღე: 22 მარტი
სკოლა:    აგარის საჯარო სკოლა                              კლასი:     VII
მასწავლებელი: მზია დადვანი                                 საგანი: მათემატიკა

ძირითადი თემა/საკითხი: სამკუთხედების ტოლობის ნიშნები
მისაღწევი შედეგები:
·          მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური ინტერპრეტაციისა  და მათი ამოხსნის უნარი
·         მოსწავლეები დაინახავენ მათემატიკის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს
·         მოსწავლეებს განუვითარდებათ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციის უნარი
·         განივითარებენ ურთიერთთანამსრომლობის უნარს
·         ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია
საკვანძო მეთოდები/სტრატეგიები:
·         მოსწავლეები ჯერ თეორიულად და სავარჯიშოების გამოყენებით შეასრულებენ საკითხთან დაკავშირებულ დავალებებს
·         მოახდენენ მიზნობრივი ამოცანის განხილვა- დამუშავებას ჯგუფებში
·         სკოლის ეზოში მოახდენენ იმიტირებულ მიუწვდომელ ადგილამდე მანძილების გაზომვას ჯგუფების მიხედვით
·         ბოლოს მოახდენენ მიღებული შედეგების პრეზენტაციას კლასის წინაშე
ძირითადი სასწავლო რესურსები:
·         ფორმატის ქარალდები და მარკერები
·         საზომი საშუალებები („მეტრიანი“, თოკი)
·         სახელმძღვანელო
·         ცარცი, დაფა

რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგებს?
·         ვფიქრობ,რომ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა შედეგს მიაღწიეს
უფრო მეტად რომელი შედეგის მიღწევით ხართ კმაყოფილი?
·         მოტივაციით
·         პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირის დანახვით
    რა გავლენა იქონია გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურ სწავლაზე?
·         ყველა მოსწავლე  აქტიურად იყო ჩართული გაკვეთილის პროცესში
·         მოსწავლეებმა მოახდინეს მიუწვდომელ ადგილამდე მანძილის გაზომვა.     გაზომვების პროცესში მონაწილეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მოსწავლე-თინიკო სარალიძე
      
რა აითვისეს მოსწავლეებმა?
·         პრაქტიკული  ამოცანების მათემატიკური ინტერპრეტაცია
·          ამ ტიპის ამოცანების გეომეტრიული ინტერპრეტაცია
·         მოსწავლეებმა ისწავლეს სამკუთხედების ტოლობის ნიშნები და მისი პრაქტიკაში რეალიზება

უფრო მეტად რა უნარების განვითარება იკვეთება?
·         გუნდური მუშაობის უნარი
·         პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირი
·          პრეზენტაციის უნარი





                                          მზია დადვანი


                                                                              16.04.2014

= = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = = 

პროექტის:"სამკუთხედების ტოლობის ნიშნების გამოყენება პრაქტიკაში" ამსახველი ფოტო-მასალა













"ბუნებრივი განათება ჩვენს ფანჯრებში"

"ბუნებრივი განათება ჩვენს ფანჯრებში"

Tuesday, 3 June 2014

ინტეგრირებული გაკვეთილი

მათემატიკისა და ქართულის ინტეგრირებული გაკვეთილის ვიდეო-კლიპი

ist-ის მეორე დონის ტრენინგის ანგარიში

ანგარიში

1.        ტრენინგის შესახებ:
·                ტრენინგის დასახელება: ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლპგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.
·                ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი -საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
·                ტრენინგის ჩატარების ადგილი:
·                ტრენინგის ხანგრძივობა:  13 დღე (39 საათი )

2.        ტრენინგის მიზანი და ამოცანები:  ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნულ სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

3.         ტრენინგი მოიცავს 4 მოდულს:
მოდულუ 1. დღე 1. კურსის შესავალი 3 საათი.
        დღის წესრიგი:
კურსის მონაწილეთა გაცნობა. კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაო წესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.
·    აქტიური ლექცია (power point) პრეზენტაციის გამოყენებით, კურსის სილაბუსის გაცნობა, კითხვები და პასუხები (10წთ.)
სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმები და მნისვნელობა
·    ჯგუფური გონებრივი იერიში,შეჯამება (20წთ.)
მასწავლებლის კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში
·    კომპეტენციების მიმოხილვა, შემაჯამებელი დისკუსია(15წთ.)
სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
·    სამოდელო გაკვეთილის ჩატარება და/ან გაკვეთილის ვიდეოვერსიის ნახვა, ტექსტის წაკითხვა, დისკუსია/შეჯამება (90წთ.)
სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები(გაკვეთილი, თემატური ერთეული, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი)
·    აქტიური ლექცია, ტექსტის წაკითხვა, დისკუსია/შეჯამება (20წთ.)
ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასება
·    შეფასების კითხვარის შევსება (10წთ.)
ტრენინგის პირველი დღე ტრენერმა დაიწყო თავის წარდგენით. შემდეგ ჯგუფის წევრები გავეცანით ერთმანეთს. ტრენერმა გაგვაცნო დღის წესრიგი, ტრენინგის მიზანი და ამოცანები. ჯგუფის წევრებმა მიმოვიხილეთ ჩვენი კომპეტენცია ისტ-ის გამოყენებაში. შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია Power Point-ის  შესახებ  პრეზენტაციის გამოყენებით. ტრენინგის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება დაესვათ მათთვის სასურველი და მნიშვნელოვანი კითხვები, ასე წარიმართა დისკუსია.
    ვისაუბრეთ სასწავლო პროცესში ისტ-ის გამოყენების ფორმებსა და მნიშვნელობაზე: მასწავლებლის სტანდარტებსა და კომპეტენციებზე ისტ-ის გამოყენების სფეროში, სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებზე , სასწავლო პროცესის ძირითად ერთეულებზე , ვიმუშავეთ სატრენინგო მასალაზე, მივიღეთ საშინაო დავალება (დავრეგისტრირდით gmail.com-ზე და გაუგზავნეთ საცდელი წერილი ტრენერს) და შევაფასეთ ტრენინგის დღე კითხვარის საშუალებით.

მოდული 2. მოიცავს 8 ტრენინგ დღეს.
 გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 საათი)
დღე 2. გაკვეთილის დაგეგნვა -3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგ დღის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5წთ.)
გაკვეთილის ორგანიზაბის ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება.
·         აქტიური ლექცია - გაკვეთილის ორგანიზების საფეხურების სქემა power point პრეზენტაციის გამოყენებით (5წთ. )
გაკვეთილის სამ ფაზიანი მოდელი ((ABC)
·         აქტიური ლექცია გაკვეთილის სამფაზაიანი მოდელის სქემა power point პრეზენტაციის გამოყენებით (10 წთ.)
·         D-GP-IP (დემონსტრაცია - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში) - სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტიანი სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით (30 წთ.)
·         აქტიური ლექცია - ცნების რუკა (10 წთ.)
·         D-GP-IP ცნების რუკა. როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტი (25წთ.)
გაკვეთილის დაგეგმვა და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება
·    აქტიური ლექცია - გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა (15წთ.)
·    D-GP-IP - ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის სქემის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში (40წთ.)
ტრენინგ - დღის დახურვა
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·    შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მეორე დღეს მოვისმინეთ მინი-ლექცია გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურების შესახებ (დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება), გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის შესახებ PP პრეზენტაციის გამოყენებით, D-GP-IP (დემონსტრირება – მართული პრაქტიკა – დამოუკიდებელი ვარჯიში) სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტიან სტრატეგიის შესახებ ისტ-ის გამოყენებით, ცნების რუკის, როგორც ეფექტიანი პედაგოგიური ინსტრუმენტის შესახებ. შემდეგ განვიხილეთ გაკვეთილის დაგეგმვის და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადება (გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი და სქემა, D-GP-IP – ერთი კონკრეტული თემის მიხედვით გაკვეთილის გეგმის შექმნა და შემუშავება ტექსტურ რედაქტორში), მივიღეთ საშინაო დავალება (შევარჩიეთ საგაკვეთილო თემა, რომელიმე კონკრეტული კლასისათვის, მოვამზადეთ საგაკვეთილო გეგმის მონახაზი ისტ-ის გამოყენებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.

მოდული 2. დღე 3.  გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგდღის გახსენება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (5 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
ისტ-ის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში (გაგრძელება)
·    (D-GP-IP) : გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა და საძიებო სისტემის საშუალებით
·    აქტიური ლექცია : ფაილის ტიპები (.pdf, .jpg, .gif, .mp3, .avi, .mov, .ppt)
·    ელექტრონული ინფორმაციის სანდოობა (50 წთ.)
·    (D-GP-IP) : სასწავლო მსასალის მომზადება ტექსტურ რედაქტორში (75 წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·  საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·  შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მესამე დღის დაწყებისთანავე მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ გავაგრძელეთ მუშაობა გაკვეთილის დაგეგმვის პროცესის ირგვლივ ისტ-ის გამოყენებით, ვისაუბრეთ ფაილის ტიპებზე, ელექტრონული ინფორმაციის სანდოობაზე და სასწავლო მასალის მომზადებაზე ტექსტუტ რედაქტორში. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (მომზადებული გაკვეთილის გეგმის მიხედვით მოვიძიეთ შესაბამისი რესურსები ინტერნეტში, განვაახლეთ გეგმის მონახაზი მოძიებული ინფორმაციის და რესურსების გათვალისწინებით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.

მოდული 2. დღე 4. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება ) პრეზენტაცია 1 – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგდღის გახსენება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (15 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას? (20წთ.)
·    (D-GP-IP) : სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში (90 წთ.)
·    აქტიური ლექცია : რა არის ეფექტიანი პრეზენტაცია?
·    ინფორმაციის დიზაინი
·    MS PP პროგრამა
ტრენინგ-დღია დახურვა
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·   შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
           ტრენინგის მეოთხე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში და რა მახასიათებლები აქვს ეფექტიან ვიზუალურ მასალას (სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციო პროგრამაში, ინფორმაციის დიზაინი და MS PP პროგრამა), მივიღეთ საშინაო დავალება (საგაკვეთილო გეგმის მიხედვით მოვამზადოთ მასალა MS PP პროგრამაში).

მოდული 2. დღე 5. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება ) პრეზენტაცია 2 – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგდღის გახსენება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
(D-GP-IP) : მუშაობა მცირე ჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე (30 წთ.)
(D-GP-IP) : პრეზენტაციის წარმართვა
·    სამოდელო პრეზენტაცია (10 წთ.)
·    აქტიური ლექცია: პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები (15წთ.)
·    ჯგუფების პრეზენტაციები (35წთ.)
·    ტრენერისა და აუდიტორიის უკუკავშირი (15წთ.)
·    პრეზენტაციის შეფასება მსმენელის მიერ/უკუკავშირი (10წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·   შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მეხუთე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვიმუშავეთ მცირე ჯგუფებში, მოვამზადეთ პრეზენტაცია შერჩეულ თემაზე და წარვმართეთ ჯგუფების პრეზენტაცია და შევაფასეთ იგი და შევავსეთ შეფასების ბარათები.

მოდული 2. დღე 6. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) - ვირტუალური ლაბორატორიები, ელექტრონული თამაშები, აუდიო და ვიდეოფაილები - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
აქტიური ლექცია: ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში
·         (D-GP-IP) : ვირტუალური ლაბორატორიისა და ელექტრონული თამაშის მოძიება ინტერნეტში; ვირტუალური ლაბორატორიის და ელექტრონული თამაშის გამოყენება სასწავლო პროცესში (40 წთ.)
აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში
·         აქტიური ლექცია: აუდიო-ვიდეოსაშუალებები (ტიპები, ფუნქციები) (10წთ.)
·         სამოდელო ვიდეოჩვენება; შემაჯამებელი დისკუსია: ვიდეოფაილის დემონსტრირება, როგორც ეფექტიანი სასწავლო სტრატეგია (30წთ.)
·         (D-GP-IP) : აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა (20წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·   შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მეექვსე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ აქტიური ლექცია თემაზე ვირტუალური ლაბორატორია და ელექტრონული თამაში (მოძიება ინტერნეტში და გამოყენება სასწავლო პროცესში), ასევე თემაზე აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში (სამოდელო ვიდეოჩვენება, შემაჯამებელი დისკუსია, ვიდეოფილმების დემონსტრირება), ვისწავლეთ აუდიო და ვიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა. ბოლოს მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა გაკვეთილის მიზნის შესაბამისი ვირტუალური ლაბორატორიით, ელექტრონული თამაშით ან ვიდეო-აუდიომასალით) და შევავსეთ შეფასების ბარათები.

მოდული 2. დღე 7. გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება) - სასწავლო გარემოს ორგანიზება - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
გაკვეთილის მომზადება: ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება
·    გონებრივი იერიშის პრობლემური სიტყუაციების შესახებ, შემაჯამებელი დისკუსია: „რა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას საკლასო ოთახში ისტ-ის გამოყენებისას?“ (45წთ.)
·    აქციური ლექცია: მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა (10წთ.)
LEMILL  - ში რეგისტრაცია
·    მინი-ლექცია: ელექტრონული რესურსების საცავი; LEMILL- ის მიმოხილვა (15წთ.)
·    რეგისტრაცია (25წთ.)
·    გაკვეთილის გეგმის ატვირთვა LEMILL - ში (20წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·    საშინაო დავალება
·   შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მეშვიდე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ გაკვეთილის მომზადებაზე (ფიზიკური გარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება), გავმართეთ დისკუსია თემაზე თუ რა სახის პრობლემები შეიძლება წამოიჭრას საკლასი ოთახში ისტ-ის გამოყენებისას. ვისაუბრეთ მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვაზე, შემდეგ მიმოვიხილეთ LEMILL -ი და გავიარეთ LEMILL-ში რეგისტრაცია (მივიღეთ საშინაო დავალება (განვაახლეთ საგაკვეთილო გეგმა, დეტალურად აღვწერეთ გაკვეთილის განხორციელებისათვის საჭირო ფიზიკური გარემო და რესურსები) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 2. დღე 8. სწავლის შეფასება (ისტ-ის გამოყენებით) – 3 საათი
 დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
სწავლის შეფასება:
·  აქტიური ლეაცია: სეფასების ძირითადი პრინციპები და ინსტრუმენტაბი/მეთოდები (რუბრიკა) ტექსტის გაცნობა, დისკუსია, შეჯამება (20წთ.)
·  (D-GP-IP) : შეფასები რუბრიკის დამზადება MS Word, MS Excel - ში (50წთ.)
·  გაკვეთილის შეფასება
·  ჯგუფური სამუშაო: სეფასების რუბრიკის დამზადება კონკრეტული გაკვეთილიათვის, პრეზენტაციები, შეჯამება (40წთ.)
ტრენინგ-დღის / მოდულის შეფასება
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·   შეფასების ბარათების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მერვე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. შემდგომ ვისაუბრეთ შეფასების ძირითად პრინციპებზე და ინსტრუმენტებზე/მეთოდებზე (რუბრიკა), ვისწავლეთ შეფასების რუბრიკის მომზადება MS Word, MS Excel-ში, ჯგუფში და მოუკიდებლად მოვამზადეთ შეფასების რუბრიკა კონკრეტული გაკვეთილისათვის და შევაჯამეთ. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავამატეთ საგაკვეთილო გეგმას შეფასების რუბრიკა) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 2. დღე 9. სწავლის შეფასება (გაგრძელება) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
·    მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (15 წთ.)
ისტ-ის გამოყენება მრავალკომპონენტიანი შეფასებსათვის
·    აქტიური ლექცია: მოსწავლეთა შეფასების (ნისნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემა ტექსტის გაცნობა (15წთ.)
·    (D-GP-IP) : სემესტრული ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, პროცესის ავტომატიზება (40წთ.)
·    ჯგუფური სამუშაო: საერთო წლიური ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, პროცესის ავტომატიზება (25წთ.)
პირადი ელექტრონული დღიური (ბლოგი)
·  ბლოგის დარეგისტრირება (30წთ.)
ტრენინგ-დღის / მოდულის შეფასება
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·   მოდულის შეფასების კითხვარის შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მეცხრე დღეს მიმოვიხილეთ წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები და საშინაო დავალება. გავეცანით მოსწავლეთ შეფასების (ნიშნების წერის) მრავალკომპონენტიანი სისტემის ავტომატიზებას, სემესტრული ნიშნის გამოყვანას ელექტრონული ცხრილის გამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირებას. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (LEMILL-ში  ავტვირთეთ გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა და პრეზენტაცია და ჩავამატეთ კოლექციაში და შევავსეთ შეფასების ბარათები.

მოდული 3. მოიცავს  2 ტრენინგ-დღეს.
სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6 საათი)
მოდული 3. დღე 10. სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
        მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის  შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
•        მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
•        საშინაო დავალების მიმოხილვა (20 წთ.)
სასწავლო პროექტი და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
·  გონებრივი იერიში, აქტიური ლექცია: რა არის სასწავლო პროექტი? რა არის თნამშრომლობითი სასწავლო პროექტი? ტექსტის წაკითხვა, შეჯამება (20 წთ.)
კვლევითი პროექტის სტრატეგია „მე ვიკვლევ“
·  აქტიური ლექცია: ტექსტის წაკითხვა, შეჯამება (20 წთ.)
პროექტის დაგეგმვა და აღწერა (დაგეგმვის სქემა)
·  აქტიური ლექცია; ტექსტის წაკითხვა (20 წთ.)
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა ისტ-ის გამოყენებით
·  სასწავლო პროექტის დაგეგმვის შემუშავება MS Word -ში ; პრეზენტაციები, შეჯამება (50წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·    საშინაო დავალების მიცემა (5წთ.)
·   შეფასების ბარეთების შევსება (10წთ.)
          ტრენინგის მეათე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ მოვისმინეთ მინი-ლექცია სასწავლო პროექტების და ეფექტური სასწავლო პრექტის ძრითად მახასიათებლებზე, კვლევითი პროექტის სტრატეგიაზე „მე ვიკვლევ“, პროექტის დაგეგმვაზე და აღწერაზე, თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვაზე ისტ-ის გამოყენებით. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (დავასრულეთ სასწავლო პროექტის გეგმა შერჩეულ თემაზე) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 3. დღე 11. სასწავლო  პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება (გაგრძელება) – 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
•        მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის  შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
•        მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
•        საშინაო დავალების მიმოხილვა (20 წთ.)
სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები და პროექტის განხორციელების გეგმა (ცხრილი)
·  ტექსტის წაკითხვა და ანალიზი (20 წთ.)
სასწავლო პროექტის განხორციელების ინსტრუმენტები (Google სერვისები)
·  ინსტრუმენტების მუშაობის დემონსტრირება ონლაინ რეჟიმში, შუალედური შეჯამებები (20 წთ.)
·   (D-GP-IP) : ბლოგი: რეგისტრაცია, ატვირთვა (70 წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·    მოდულის შემაჯამებელი საშინაო დავალების მიცემა (5 წთ.)
·    მოდულის შფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
          ტრენინგის მეთერთმეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდგომ გავაანალიზეთ სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები და პროექტის განხორციელების გეგმა, სასწავლო პროექტის განხორციელების ინსტრუმენტები, დავხვეწეთ ბლოგში მუშაობა და ვისწავლეთ ატვირთვა. შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება (განვათავსეთ პროექტი ბლოგზე  ) და შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 4. მოიცავს 2 ტრენინგ-დღეს.
თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (6 საათი)
მოდული 4. დღე 12. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები - 3 საათი
დღის წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა
•        მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის  შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
•        მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
•        საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
მასწავლებლის თვითშეფასები ფორმები და ისტ ინსტრუმენტები
·    აქტიური ლექცია MS PP სლაიდშოუს გამოყენებით: მასწავლებლის პორტფოლიო (25წთ.)
·    (D-GP-IP) Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი; LEMILL (70წთ.)
·    აქტიური ლექცია MS PP სლაიდშოუს გამოყენებით, ელექტრონული და დისტანციური სწავლების კონცეფციის შესახებ (10 წთ.)
·    დისტანციური სწავლების ქართულენოვანი და უცხოური ნიმუშების გაცნობა (10წთ.)
ტრენინგ-დღის დახურვა
·    საშინაო დავალების მიცემა (10 წთ.)
·    შეფასების ბარათების შევსება (10 წთ.)
          ტრენინგის მეთორმეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგ–დღის შეფასების ბარათები. შემდეგ ტრენერმა ისაუბრა მასწავლებლის თვითშეფასების ფორმებსა და ისტ-ის ინსტრუმენტებზე (მასწავლებლის პორტფოლიო, ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, დისტანციური სწავლება). შემდეგ მივიღეთ საშინაო დავალება შევავსეთ შეფასების ბარათები.
მოდული 4. დღე 13. მასწავლებლის პროეფესიული განვითარების სასუალებები (გაგრძელება) – 3 საათი
დღის-წესრიგი:
ტრენინგ-დღის გახსნა:
·    მისალმება, წინა ტრენინგის გახსენება და წინა ტრენინგ-დღის/მოდულის შეფასების ბარათების მიმოხილვა (10 წთ.)
·    მოცემული ტრენინგის ამოცანები/შედეგები (10 წთ.)
·    საშინაო დავალების მიმოხილვა (10 წთ.)
·    LEMILL, ნამუშევრების გამოქვეყნება ინტერნეტში, საგანმანათლებლო პორტალზე (60წთ.)
·    ეთიკური ნორმების და კანონმდებლობის დაცვა ისტ-ის გამოყენებისას (10 წთ.)
შეჯამება
·    გონებრივი იერიში: „ რა ვისწავლეთ? რაში გამოგვადგება ეს კომპეტენციები?“ (10 წთ.)
·    დისკუსია „როგორ გავაღრმავოთ ეს კომპეტენციები მომავალში?“ (30 წთ.)
·    კურსის შეფასების კითხვარის შევსება (20 წთ.)
·    დახურვა (5 წთ.)
            ტრენინგის მეცამეტე დღეს მიმოვიხილეთ საშინაო დავალება და წინა ტრენინგდღის შეფასების ბარათები. შემდეგ გვქონდა ინტერნეტში საგანმანათლებლო პორტალებზე გამოქვეყნებული ნამუშევრების პრეზენტაცია. ვისაუბრეთ ეთიკურ ნორმებსა და კანონმდებლობის დაცვაზე ისტ-ის გამოყენებისას, შევაჯამეთ ტრენინგი და შევავსეთ კურსის შეფასების კითხვარი.