Sunday, 16 February 2014

მოსმენილი ტრენინგის ანგარიშები




ტრენინგის სახელწოდება:

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში

მწვრთნელი: ნათია მაისურაძე

ჩამტარებელი ორგანიზაცია:
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ჩატარების ადგილი:
აგარის  საჯარო სკოლა და ქარელის პირველი სკოლა
ხანგრძლივობა: 13 დღე- 3-საათიანი ტრენინგი (39 საათი)

პროგრამით გათვალისწინებული საკითხები:

  •          სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციო ტექნოლოგიები
  •          გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
  •          სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით
  •          თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით





                                 ტრენინგის მიზნები და ამოცანები:
  
  ტრენინგ-კურსის მიზანია საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.                                                                                                      



               ტრენინგის მიმდინარეობა:

  ტრენინგი დეკემბერს  13 საათზე დაიწყო. ტრენინგს ხელმძღვანელობდა ისტ-ის მწვრთნელი, ძალიან ენერგიული და პროფესიონალი ადამიანი ქალბატონი ნათია მაისურაძე, რომელმაც თავდაპირველად გაგვაცნო თავი და ჩვენი მოლოდინებიც წარმოგვადგენინა, შემდეგ კი გაგვაცნო ისტ ტექნოლოგიების ტრენინგის მიზნები და ამოცანები, ასევე პირველი დღის წესრიგი. პირველი დღის საკითხები იყო:
·         საგნობრივი პროგრამის გაცნობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებშ
·         მასწავლებლის სტანდარტებისა დაკომპეტენციების გაცნობა ისტ-ის გამოყენების სფეროში
·         სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაცნობა
·         სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულებისა და ისტ-ის გამოყენება
·         რა არის სწავლა-სწავლების პროცესი და რა ძირითადი ერთეულისგან შედგება იგი
აქტიურად ჩავერთე ყველა ამ საკითხების განხილვაში ჯგუფთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს საკითხები არ იყო უცნობი, ტრენინგი ჩემთვის საინტერესო ვითარებაში წარიმართა

             მეორე დღის საკითხები:
·         გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები
·         სწავლების სამფაზიანი მოდელი
·         სწავლების სამფაზიანი მოდელის ძირითადი ამოცანები საფეხურების მიხედვით
·         სწავლა-სწავლების რამდენიმე ეფექტური სტრატეგია ისტ-ის გამოყენებით
·         გაკვეთილის დაგეგმვის პროცესი
  თავდაპირველად მიმოვიხილეთ წინა ტრენინგის დღის საკითხები და შემდეგ თეორიულად გავიარეთ ის საკითხები, რაც სწავლა-სწავლების სამფაზიან მოდელს უკავშირდება. დავიწყეთ გაკვეთილების დაგეგმვის პროცესი და მისი ვორდის დოკუმენტად გაფორმება.

                 მესამე დღის საკითხები:
გაკვეთილის დაგეგმვა: (პრეზენტაცია I)
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვა
·         ელექტრონული ინფორმაციის გამოყენება საიტიდან
·         სასწავლო პრეზენტაციის მომზადება MS PowerPont-ში
·         ინფორმაციის დიზაინი
   საპრეზენტაციო პროგრამის შესწავლისას მწვრთნელმა გაგვაცნო ამ პროგრამის შესაძლებლობები, ასევე თუ როგორ შეიძლება საინტერესო  პრეზენტაციის მოწყობა.
მეოთხე დღის საკითხები:
    გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება)-პრეზენტაცია II
·         პრეზენტაციის წარმართვის ძირითადი პრინციპები და ხერხები

მეხუთე დღის საკითხები:
 გაკვეთილის დაგეგმვა (გაგრძელება)-სიმულაციები, აუდიო და ვიდეოფაილები
·         ვირტუალური ლაბორატორიები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში
·         ელექტრონული თამაშები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში
·         აუდიო და ვიდეო საშუალებების ეფექტური გამოყენება სასწავლო პროცესში

მეექვსე დღის საკითხები:

გაკვეთილის მომზადება (გაგრძელება)-სასწავლო გარემოს ორგანიზება

·         მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა

მეშვიდე  დღის საკითხები:

სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით

·         სწავლის შეფასება
·         შეფასების სქემა/რუბრიკა
 ჩვენი კონკრეტული გაკვეთილისათვის გავამზადეთ შეფასების რუბრიკები და განვათავსეთ ცხრილების საშუალებით

მერვე დღის  საკითხები:

სწავლის შეფასება (გაგრძელება)

·         მოსწავლეთა შეფასების (ნიშნის წერის) სისტემა
შეფასების რუბრიკების საშუალებით შევიმუშავეთ ნიშნის წერის, შეფასების სისტემა





სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით

           პირველი დღე:
სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები:
დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება
·         სასწავლო პროექტი და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები
·         „მე ვიკვლევ“ სტრატეგია
·         სასწავლო პროექტის დაგეგმვა და აღწერა

         მეორე დღე:
სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები:
დაგეგმვა, მომზადება, წარმართვა, შეფასება (გაგრძელება)
·         სასწავლო პროექტის განხორციელების საფეხურები
·         სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა


თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით
         
      პირველი დღე:
მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები

                პორტფოლიო

      მეორე დღე:

მასწავლებლის პროფესიული განვითარების საშუალებები (გაგრძელება)

·         სამართლებრივი და ეთიკური ნორმები და ინფორმაციული ტექნოლოგიები


            ბოლო-მეცამეტე დღეს -ინფორმაციის მოძიება და განთავსება ინტერნეტში
ჩვენს მიერ გამზადებული მასალები განვათავსეთ ბლოგზე და ლემილლ-ზე.

    ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

·         რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
  ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული საკითხის შესახებ გარკვეული წარმოდგენა და ცოდნა მქონდა, მაგრამ ამ ტრენინგით ბევრი რამ უფრო კარგად შევისწავლე და ახლა,  ვფიქრობ, უფრო სიღრმისეულად შევისწავლე საპრეზენტაციო პროგრამები, Word-ზე მუშაობა, ცხრილებზე მუშაობა, და რაც მთავარია, მასალების ბლოგზე და Lemil-ზე განთავსება.
·         რა შემატა ჩემს გამოცდილებას ღონისძიებაში მონაწილეობამ?
ამ ტრენინგში მონაწილეობამ კიდევ უფრო გამიღრმავა ცოდნა ტრენინგის მოდულით გათვალისწინებული საკითხების შესახებ, კერძოდ ისტ-ის გამოყენება უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩემთვის.
·         როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
  ყველა კლასის მოსწავლეებისათვის  ისტ-ით გამდიდრებულ  უფრო მეტ გაკვეთილს მოვამზადებ და განვახორციელებ, ასევე მონაწილეობას მივიღებ საგანმანათლებლო კვლევებში. უფრო მეტად ავამაღლებ ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს.
·         გეგმავთ თუ არა შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის და როგორ?

შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების კოლეგებზე გაზიარებას სისტემატიურად საჭიროებისამებრ ვახორციელებ, ხანდახან ვეკითხებით და ვეხმარებით ერთმანეთს  იმით, რაც ვიცით

                                                               მზია დადვანი
                                                                       02.12.12 წელი

                                                              



 _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _  _

მოსმენილი ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის სახელწოდება:

როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე

ჩამტარებელი ორგანიზაცია:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

ჩატარების ადგილი:
გორის მე-9-ე საჯარო სკოლა

ხანგრძლივობა:16 სთ.

ტრენინგის მიზანი და ამოცანები:
·         მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაცნობა
·         პრაქტიკული და პედაგოგიური კვლევის არსის შესწავლა
·         საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის ამოსავალი წერტილის /საკვლევი თემის განსაზღვრა
·         საკითხთან დაკავშირებული კვლევების შესწავლა და ანალიზი
·         კვლევის მეთოდების შერჩევა და ექსპერტიზა
·         მონაცემთა შეგროვება და ანალიზი
·         მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია
·         პედაგოგიური კვლევის დოკუმენტირება
·         პრაქტიკული კვლევა და პროექტ-გაკვეთილი
·         პროექტის შეფასების რუბრიკები
·         შესაბამისი საკითხის დოკუმენტირება
·         კათედრაზე მუშაობა
·         კოლეგებთან თანამშრომლობა
·         პორთფოლიოზე მუშაობა




                                                                                                                                                     



ტრენინგის მიმდინარეობა
 ტრენინგი 24 ნოემბერს 11 საათზე დაიწყო, ტრენინგს ხელმძღვანელობდა უაღრესად განათლებული და პროფესიონალი, ქალბატონი ნანა მონიავა. მან გაგვაცნო ოთხ-დღიანი ტრენინგის მოდული. პირველ სამუშაო დღეს ორი საკითხი განვიხილეთ:
·         პროგრამის პრეზენტაცია და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა
·         პედაგოგიური კვლევა
 მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის განსახილველად ბევრი დრო არ დაგვიკარგავს, რადგანაც ჯგუფის ყველა წევრი კარგად იყო გათვითცნობიერებული, თუმცა ამ საკითხს კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი. რაც შეეხება მეორე საკითხს, განვიხილეთ პედაგოგიური კვლევის თავისებურებები და გავიარეთ ყველა ის ეტაპი, რითაც ხასიათდება პედაგოგიური კვლევა.
     ტრენერმა ტრენინგის მონაწილეები რვა ჯგუფად დაგვყო, აქედან შვიდ ჯგუფს გაუნაწილა პედაგოგიური კვლევის შესახებ არსებული მასალის საკითხები(რაც წინასწარ გვქონდა დარიგებული), ხოლო მერვე ჯგუფს(სამი მასწავლებელი) დაგვავალა გავცნობოდით ყველა საკითხს და პრეზენტაციის დროს გაგვეწია თითოეული მათგანისათვის ტექნიკური დახმარება, რაც გულისხმობდა პრეზენტაციის დროს შესაბამისი საკითხების სლაიდების პროექტორზე გამოტანას. პრეზენტაციამ საინტერესოდ ჩაიარა. ყველა ჯგუფმა გააზრებულად მოახდინა თავისი საკითხის წარმოდგენა ტრენინგის მონაწილეთა წინაშე. თანმიმდევრულად იყო წარმოდგენილი საკვლევი თემის, კვლევის ამოსავალი წერტილის შესახებ ინფორმაცია, კვლევის მეთოდების შერჩევის შესახებ, დიალოგების, ინტერვიურების, ფოკუს-ჯგუფების მეთოდის, ანკეტირებისა და სხვათა შესახებ. ასევე ერთ-ერთი წყვილის მიერ წარმოდგენილი იყო კვლევის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია.
     მეორე სამუშაო დღის საკითხები იყო:
·         პრაქტიკული კვლევა
·         პროექტ-გაკვეთილი
·         პროექტის შეფასების რუბრიკა
მას შემდეგ, რაც პრაქტიკული კვლევის შესახებ ლექციური სახით გადმოგვცა და აგვიხსნა პროექტ-გაკვეთილის შესახებ, ტრენერმა დაგვაჯგუფა საგნობრივად და გვთხოვა აგვერჩია პროექტ-გაკვეთილის ჩვენთვის სასურველი თემები ჯგუფებში სამუშაოდ. ხუთი სამუშაო ჯგუფი შედგა, მათგან მეხუთე ჯგუფი პროექტის შეფასების რუბრიკაზე მუშაობდა. თითოეულმა ჯგუფმა სახლშიც გააგრძელა მუშაობა პროექტ-გაკვეთილებზე, რათა მოეხდინათ პრეზენტაცია მესამე სამუშაო დღისთვის.
მესამე სამუშაო დღის საკითხები იყო:
·         პროექტ-გაკვეთილი (დაგეგმვა და პრეზენტაცია)
·         კათედრებზე მუშაობა და კვლევა
ძალზე ნაყოფიერი აღმოჩნდა მესამე სამუშაო დღე. მას შემდეგ, რაც ჯგუფებმა კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ და შევაჯამეთ  ჩვენი  პროექტ-გაკვეთილები, მოვახდინეთ ფლიპ-ჩართებზე გაფორმება და პრეზენტაცია. პირველმა (დაწყებითების) ჯგუფმა წარმოადგინა პროექტ-გაკვეთილი: “რესურსების შექმნა“, მეორე (ქართულების) ჯგუფმა წარმოადგინა: „ფანტაზია და მარჯვე ხელები“, მესამე(ინგლისურების) ჯგუფმა - „სკოლების თანამშრომლობა მოტივაციის ასამაღლებლად“, ხოლო ჩვენმა(მათემატიკოსების) ჯგუფმა წარმოვადგინეთ პროექტ-გაკვეთილის გეგმა სახელწოდებით: „მიუწვდომელ ადგილებამდე მანძილების გაზომვა“. ამ პრეზენტაციების შემდეგ მეხუთე (ექსპერტების) ჯგუფმა წარმოადგინა პროექტ-გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, რის მიხედვითაც მოხდა თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის შეფასება . ამ რუბრიკის მიხედვით მოვახდინეთ ასევე ჩვენი ნამუშევრების თვითშეფასება.
     შესვენების შემდეგ კათედრებზე მუშაობის საკითხი განვიხილეთ. თავდაპირველად გონებრივი იერიშის გამოყენებით მოვახდინეთ იმ საკითხების გენერირება, რომელი  საკითხებიც გვაქვს ჩვენ-ჩვენ სკოლაში კათედრებზე სამუშაოდ, შემდეგ კი განვიხილეთ, კიდევ დამატებით რა საკითხების გატანა შეიძლება კათედრაზე სამუშაოდ კოლეგებთან ერთად.  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კოლეგებთან სამუშაოდ საკუთარი გამოცდილების გაზიარება, ჩატარებული გაკვეთილების განხილვა, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც დამყარებულია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე.

მეოთხე სამუშაო დღის საკითხები:
·         მასწავლებლის პორტფოლი
·         ანგარიშის ფორმები და მათი მომზადება
მთელი ჯგუფისთვის (მათ შორის ჩემთვის) განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მასწავლებლის პორთფოლიოსა და თითოეული ღონისძიების ანგარიშის მომზადებაზე მუშაობარა არის მასწავლებლის პორტფოლიო, რისთვის გვჭირდება პორტფოლიო, რისგან შედგება ის, როგორ უნდა აწარმოოს მასწავლებელმა თავისი პორტფოლიო-ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც ტრენინგის  ბოლო დღეს განვიხილეთ და შევისწავლეთ ნანა მონიავას ხელმძღვანელობით. მასწავლებლის პორტფოლიოში შესატანი დოკუმენტაციის აღრიცხვის ფურცელში მოცემულია იმ დოკუმენტების ნუსხა, რაც მასწავლებელმა უნდა იქონიოს პორტფოლიოს წარმოების დროს.
  ტრენინგის ბოლო დღეს გავეცანით ასევე ტრენინგის, მასტერ-კლასის, სემინარისა და კონფერენციის წერილობითი ანგარიშის ფორმას, ასევე  გაკვეთილის (ღონისძიების) ჩატარების  და კონკრეტული მეთოდის/სტრატეგიის ანგარიშის შედგენის წესს.
   დასასრულს ქალბატონმა ნანა მონიავამ გვთხოვა შეგვევსო ფორმა, სადაც უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი სქემის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ,ასევე იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებს ველოდებით ამ საკითხთან დაკავშირებით.

    ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

·         რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ახალი?
ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. თითოეული საკითხის შესახებ გარკვეული წარმოდგენა და ცოდნა მქონდა, მაგრამ ამ ტრენინგით ბევრი რამ უფრო კარგად შევისწავლე და ახლა,  ვფიქრობ პორთფოლიოზე მუშაობა უფრო მეტად გამიადვილდება. ვისწავლე, როგორ დავგეგმო პროექტ-გაკვეთილები, როგორ და რა საკითხზე ჩავატარო პედაგოგიური კვლევა, როგორ უნდა დავიწყო პორტფოლიოს შექმნა, როგორ დავწერო თითოეული ღონისძიების ანგარიში და ა. შ.
·         რა შემატა ჩემს გამოცდილებას ღონისძიებაში მონაწილეობამ?
ამ ტრენინგში მონაწილეობამ კიდევ უფრო გამიღრმავა ცოდნა ტრენინგის მოდულით გათვალისწინებული საკითხების სესახებ
·         როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას და ახალ უნარებს პედაგოგიურ პრაქტიკაში?
ყველა კლასის მოსწავლეებისათვის  პრობლემაზე ორიენტირებულ უფრო მეტ გაკვეთილს მოვამზადებ და განვახორციელებ, ასევე მონაწილეობას მივიღებ საგანმანათლებლო კვლევებში. უფრო მეტად ავამაღლებ ურთიერთთანამშრომლობის ხარისხს.
·         გეგმავთ თუ არა შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კოლეგებისათვის და როგორ?

ამ ტრენინგის მსმენელმა ერთი სკოლის პედაგოგებმა მე-მზია დადვანმა(მათემატიკოსი), ელისო მარგველაშვილმა (მათემატიკოსი) და მარინე ხარაულმა (ქართული ენა და ლიტერატურა) დავგეგმეთ პრეზენტაციის მოწყობა ჩვენს სკოლაში. მოსმენილი ტრენინგის მიხედვით უკვე დავინაწილეთ საკითხები,რომლის პრეზენტაციასაც ვგეგმავთ. ვფიქრობთ, რომ მეზობელი სკოლიდანაც მოვიწვიოთ პედაგოგები, რომლებიც ჩართული არიან მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში ან უახლოეს პერიოდში აპირებენ ჩართვას.

                                                               მზია დადვანი
                                                                       30.11.12 წელი

 --------------------------------------------------------------------------------------------------------