Monday, 10 November 2014
Saturday, 8 November 2014
Thursday, 28 August 2014
ევროპული სკოლის კონფერენციის ამსახველი ფოტო მასალა
ევროპული სკოლის ფოიეში
მოხსენების პროცესში
შესვენების დროს
მოხსენების პროცესში
კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატი
_ _ _ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ _ _ __ _ _ _ _ __ _ __ _ _ _ _ _ _ __ _ _ __ _ _ _ __ _ _ _
ევროპული სკოლის კონფერენციის მოხსენება
საინფორმაციო ტექნოლოგიები - სწავლება-სწავლის ხარისხისა და მოტივაციის ამაღლებისათვის
რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება თანამედროვე საგაკვეთილო პროცესში, როგორ და რა სიხშირით გამოვიყენოთ ის სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის, უწყობს თუ არა ხელს ისტ რესურსის გამოყენება მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას, რა უნარების განვითარებას უწყობს ხელს მისი გამოყენება მოსწავლეებში-ეს ის ძირითადი საკითხებია, რაც საფუძვლად დაედო ჩემს საკონფერენციო მოხსენებას და რომელიც საგაკვეთილო პროცესში ისტ რესურსების გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარებას ემსახურება.
კომპიუტერი 21-ე საუკუნის სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. მოსწავლეთა უმრავლესობა თანამედროვე ტექნოლოგიებს კარგად ფლობს და მათი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. მათი სკოლისგარეშე დროის დიდი ნაწილი კომპიუტერებს უკავშირდება, ამიტომ ჩვენი, როგორც ფასილიტატორთა როლი იმაშია, რომ სწორად წარვმართოთ მოსწავლეთა მიერ კომპიუტერის გამოყენების უნარი, და თუ როგორ მოვგეზავთ მოსწავლეთა ამ უნარებს მათ სასარგებლოდ, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას მე, როგორც მათემატიკის მასწავლებელი, შემდეგი ძირითადი მიმართულებებით ვახდენ:
· ვიყენებ ჩემს მიერ წინასწარ გამზადებულ ისტ რესურსებს საგაკვეთილო პროცესში
· მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით (დიაგრამებს, გრაფიკებს) საგაკვეთილო პროცესის დროს.
· მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს არასაგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით (მაგალითად, პროექტებზე მუშაობისას)
· მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს ინფორმაციის მოძიებისთვის არასაგაკვეთილო პროცესში
· მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს საპრეზენტაციოდ (მაგ.: სასკოლო კონფერენციაზე წარსადგენად)
· ვიყენებ ისტ რესურსებს სადემონსტრაციოდ
· ვიყენებ ისტ რესურსებს პრეზენტაციისთვის
ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის იმ პერიოდიდან, საიდანაც ხელი მიგვიწვდება ისტ რესურსებზე, ვახდენ ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების რეალიზებას საგაკვეთილო თუ არასაგაკვეთილო პროცესში სხვადასხვა აქტივობებით. ქვემოთ განვიხილავ თითოეულ მიმართულებას ცალ-ცალკე.
ჩემს მიერ წინასწარ გამზადებული ისტ რესურსების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება
ხშირად საგაკვეთილო დროის სიმცირისა და ისტ რესურსების ხელმიუწვდომლობის გამო მოსახერხებელია ისტ ტექნოლოგიებით რესურსების წინასწარ გამზადება და შემდეგ საგაკვეთილო პროცესში მისი გამოყენება. მაგალითად, მე-8-ე კლასში თემის: „განტოლებათა სისტემის ამოხსნა გრაფიკული ხერხით“ შესწავლის დროს გამოვიყენე ისტ რესურსი GeoGebra, რომლის საშუალებითაც წინასწარ გავამზადე განტოლებათა სისტემის გრაფიკული ხერხით ამოხსნის ის სამი შემთხვევა, რაც უნდა მესწავლებინა გაკვეთილზე. გარდა ანალიზური მხარისა, მოსწავლეებმა ვიზუალურად აღიქვეს საკითხი და გაიგეს, თუ როდის აქვს განტოლებათა სისტემას ერთი ამონახსნი, როდის არა აქვს ამონახსნი და როდის აქვს უამრავი ამონახსნი. მოსწავლეებმა უშუალოდ დაინახეს მოცემული განტოლებების კოეფიციენტის ცვლილება როგორ ახდენს გავლენას გრაფიკის ცვლილებაზე.
მე-5-ე კლასში კოორდინატების შესწავლის დროს Power-Point პროგრამის გამოყენებით საკოორდინატო ბადეზე სხვადასხვა სურათები გავამზადე და პროექტორით წარმოვადგინე კლასის წინაშე. მოსწავლეებმა კარგად აუღეს ალღო კოორდინატების შესწავლას. ისინი ხალისით ასახელებდნენ საკოორდინატო ბადეში ჩასმული ნებისმიერი საგნის, ნახატის, გეომეტრიული ფიგურის და სხვა კოორდინატებს და, პირიქით, დასახელებული კოორდინატების შესაბამის უჯრაში ჩასმულ სურათს. ამ აქტივობამ გაკვეთილზე 15 წუთი დაიკავა და, ვფიქრობ, რომ თამაშით განხორციელდა საკითხის შესწავლა, რითაც მოსწავლეებში კიდევ მეტად ამაღლდა კოორდინატების შესწავლის მოტივაცია.
ამავე კლასში ჩატარებულ მათემატიკურ ვიქტორინაზე, რომელიც მოსწავლის მათემატიკური და ზოგადი უნარების გამოყენებას და განვითარებას ემსახურებოდა, ისტ ტექნოლოგიები ეფექტურად გამოვიყენე. კერძოდ, ჯგუფურად მსხდომ მოსწავლეებს ვიქტორინის ამოცანები ბარათებითაც ეძლეოდათ და პროექტორის საშუალებითაც გამომქონდა დავალებები, რადგანაც 5-6 მოსწავლისათვის ჯგუფში ერთი ბარათით ამოცანების გაცნობა მოუხერხებელი იქნებოდა, შემდეგ იგივე პროექტორი მოსწავლეებს ამცნობდა ამოცანის ამოსახსნელად განკუთვნილი დროის ამოწურვას და ასევე სწორ პასუხსაც, შემდეგ წინასწარ გამზადებულ ცხრილში ვახდენდი ქულების დაფიქსირებას ჯგუფების მიხედვით. ბოლოს, რა თქმა უნდა, გამარჯვებული ჯგუფიც გამოვლინდა და ამ ჯგუფის ნომერიც დაფიქსირდა ეკრანზე.
ისტ ტექნოლოგიებით მოსახერხებელია საკითხის ან რაიმე თემის შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება წინასწარ გამზადებული ისტ რესურსების გამოყენებით, მაგ.: მე-7-ე კლასში ჩატარებულმა ასეთმა შემაჯამებელმა გაკვეთილმა ხალისით ჩაიარა, ეკრანზე ჩანდა თითოეული ჯგუფის მიერ გაცემული პასუხები საკითხების მიხედვით, აქაც გამოვლინდა გამარჯვებული ჯგუფი, რომლის წევრთა გვარებიც განთავსდა საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე.
მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის დროს.
საგაკვეთილო პროცესში ისტ ტექნოლოგიების გამოყენება ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ისტ-ის კაბინეტში მიმდინარეობს შესაბამისი საგნის საგაკვეთილო პროცესი დაწყებით კლასებში, წლის დასაწყისში ან წლის ბოლოს კი მიმდინარეობს საგამოცდო პროცესები გამოსაშვებ კლასებში. მიუხედავად ამისა, ისტ ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში აუცილებელია ისეთი საკითხების გავლის დროს მაინც, როგორიცაა „ინფორმაციის წარმოდგენის ხერხები“. ამ საკითხის გავლის დროს მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეები იყენებენ სხვადასხვა პროგრამებს და თავისი ხელით აგებენ სხვადასხვა სახის დიაგრამებს (წრიულს, ხაზოვანს, სვეტოვანს). მაგალითად მე-9-ე კლასში მათემატიკა-გეოგრაფიის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების დროს, მოსწავლეებს უნდა მოეხდინათ მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენება გეოგრაფიის ამოცანების ამოსახსნელად, კერძოდ, უნდა ეპოვათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ფართობებისა და მოსახლეობის რაოდენობების ხვედრითი წილი, ასევე, კავკასიის მოსახლეობის ხვედრითი წილი, შემდეგ კი მოცემული შედეგების მიხედვით ასევე უნდა აეგოთ შესაბამისი დიაგრამები ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით. მოსწავლეები აგებული დიაგრამების საშუალებით უფრო ნათლად ხედავენ შედეგებს და ახდენენ შედარებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით (მაგ.: მათ დიაგრამების საშუალებით კიდევ ერთხელ დაინახეს, რომ კავკასიის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი აზერბაიჯანელებზე მოდის). ასევე მოსწავლეების მიერ დაბა აგარაში მცხოვრები მოსახლეობის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით ისინი ახდენენ ისტ-ის გამოყენებით ამ მონაცემების სხვადასხვა ხერხით წარმოდგენას.
მოსწავლეები თვითონ ქმნიან სასწავლო რესურსებს ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით არასაგაკვეთილო პროცესში
თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი მოიცავს აქტიური სწავლების ისეთ მეთოდს, როგორიცაა პროექტებით სწავლება. ბუნებრივია ისიც, რომ პროექტებით სწავლებისას უმნიშვნელოვანესი როლი ისტ ტექნოლოგიების გამოყენებასაც აკისრია. მაგალითად, მე-7-ე კლასში საკითხის: „მონაცემთა ანალიზი და სტატისტიკა“ დასრულების შემდეგ მოსწავლეები ვამუშავე პროექტზე: „კომპიუტერი და მისი გამოყენება“. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა გამოეკვლიათ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები: მოსწავლეები, სტუდენტები და მოსამსახურეები და გამოკითხვის საფუძველზე დაედგინათ, თუ რომელი თაობის ადამიანი რა სიხშირით და რა საქმეში იყენებს კომპიუტერს, ვიდეო ფილმის საყურებლად, თამაშებისთვის, სოციალური ქსელებისთვის, ინფორმაციის მისაღებად თუ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. მოსწავლეებმა წინასწარ კომპიუტერის საშუალებით გაამზადეს კითხვარი, გაინაწილეს გამოსაკითხი ადამიანები თაობების მიხედვით, ჩაატარეს კვლევა-გამოკითხვა, შედეგები წარმოადგინეს ცხრილის საშუალებით, შემდეგ ააგეს შესაბამისი წრიული და სვეტოვანი დიაგრამები, გააფორმეს საპრეზენტაციო პროგრამა, სლაიდებში ჩასვეს ასევე კვლევის პროცესის ამსახველი ფოტოსურათები და ბოლოს დასრულებული მასალა წარმოადგინეს მოსწავლეთა სასკოლო მათემატიკურ კონფერენციაზე მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე.
მოსწავლეების მიერ არასაგაკვეთილო პროცესში შექმნილი ისტ რესურსის მაგალითს წარმოადგენს მე-9-ე კლასის მოსწავლის მიერ GeoGebra-ს საშუალებით შექმნილი რესურსი, რომელიც კვადრატული ფუნქციის საკითხის შესწავლას უკავშირდება და წარმოგვიდგენს კვადრატული ფუნქციის იმ ექვს შემთხვევას, რაზედაცაა დაფუძვნებული ამ ფუნქციის შესახებ არსებული ყველანაირი ინფორმაცია მისი თვისებების შესახებ. მოსწავლემ ეს მასალა წარმოადგინა მოსწავლეთა სასკოლო კონფერენციაზე.
მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს ინფორმაციის მოძიებისთვის არასაგაკვეთილო პროცესში
მათთვის, ვისთვისაც ხელმისაწვდომია ინტერნეტი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტ რესურსების გამოყენება ინფორმაციის მოსაძიებლად არასაგაკვეთილო პროცესში. მაგ.: მე-9-ე კლასში საკითხის: „სიმეტრია“ შესწავლის დროს მოსწავლეებს ვთხოვე, ინტერნეტში მოეძიებინათ ინფორმაცია სიმეტრიის შესახებ, კერძოდ, ჯგუფებად დაყოფილმა მოსწავლეებმა აირჩიეს ჩემს მიერ შეთავაზებული სფეროები, სადაც სიმეტრიის მაგალითები გვხვდება და მოიძიეს შესაბამისი მასალა. შეთავაზებული იყო შემდეგი საკითხები: „სიმეტრია ბუნებაში“, „სიმეტრია არქიტექტურაში“, „სიმეტრია ხელოვნებაში“, „სიმეტრია და მსოფლიო ქვეყნების დროშები“ და სხვა. მოსწავლეებმა საძიებო სისტემის გამოყენებით მოაგროვეს და შეარჩიეს ინფორმაცია, შეასრულეს ნახატები, გააფორმეს და მოახდინეს მისი პრეზენტაცია მოსწავლეთა სასკოლო მათემატიკურ კონფერენციაზე, ერთ-ერთი ჯგუფის ნამუშევარი შეირჩა და გაიგზავნა მოსწავლეთა რესპუბლიკურ შემოქმედებით კონფერენციაზე. გარდა საკითხის სიღრმისეულად შესწავლისა და ბუნების ჰარმონიულობაში სიმეტრიის დანახვისა, მოსწავლეებს განუვითარდათ ინფორმაციის მოძიების და მისი გამოყენების არსებული უნარები.
მოსწავლეები იყენებენ ისტ რესურსებს საპრეზენტაციოდ
ზემოთ უკვე რამდენჯერმე ვახსენე, რომ მოსწავლეები საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით ახდენენ მათ მიერ შექმნილი რესურსების პრეზენტაციას. ამ მიმართულებით მოსწავლეების მიერ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ მაგალითს წარმოადგენს „საქართველოს ფორუმ-2013“-ში მონაწილეობის დროს განხორციელებული მათემატიკა-ქართულის ინტეგრირებული პროექტის: „ჩემი სკოლა ჩემი სახლია“ დროს მე-7-ე კლასის მოსწავლეების: “არქიტექტორების“, „მკლევარების“, „ჟურნალისტების“, „სტატისტიკოსების“ და „ბლოგერების“ მიერ შექმნილი პრეზენტაციები, სადაც მათ მიერ სრულყოფილადაა წარმოდგენილი ამ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ფოტო და ვიდეო მასალა: იდეების გენერირება, პროექტის საკითხის შერჩევა, დავალებების განაწილება, ინფორმაციის მოძიების პროცესი, სკოლის შიდა და გარე პერიმეტრისა თუ სხვა სიდიდეების გაზომვა, სკოლის გეგმის შედგენა, სასკოლო გაზეთის გამოშვება ამ პროექტის ფარგლებში, ბუკლეტების შექმნა და, რაც ყველაზე მთავარია, სკოლის ბლოგის შექმნა (http://dabaagara.blogspot.com)- ეს იმ აქტივობებისა და პროცესების არასრული ჩამონათვალია, რაც შემდეგ მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამის საშუალებით გააფორმეს და მოახდინეს მისი პრეზენტაცია სხვა კლასის მოსწავლეების, მასწავლებლებისა და დაინტერესებული პირების წინაშე. ამ პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებს გამოუმუშავა და განუვითარა გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი, გუნდში მუშაობის კოლაბორაციული უნარები, საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და რეალიზაციის უნარი, საზოგადოების წინაშე პრეზენტაციის უნარი და სხვა უნარები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა სრულყოფილ და მაღალი ღირებულებების მატარებელ ადამიანებად ჩამოყალიბებას.
მასწავლებლის მიერ ისტ რესურსების გამოყენება სადემონსტრაციოდ
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებებისა, ისტ რესურსებით საგაკვეთილო პროცესში შესაძლებელია საკითხის ამა თუ იმ სახით ჩვენება-დემონსტრირება. მაგალითად, მე-12-ე კლასში ზედაპირის ფართობების შესწავლის დროს ვიყენებ სივრცული სხეულების ზედაპირების ჩვენებას ონლაინ რეჟიმში. მოსწავლეები აკვირდებიან სივრცული სხეულების გაშლის პროცესს და თვალნათლივ ხედავენ, როგორ მიიღება მათი შესაბამისი შლილები. ასეთი დემონსტრირება ყველა კლასში უწყობს ხელს სივრცის აღქმითი უნარების განვითარებას მოსწავლეებში. ამ აქტივობის განსახორციელებლად ვიყენებ საიტს: http://www.matematicasvisuales.com
ასევე მერვე და მეცხრე კლასებში ფუნქციების შესწავლის დროს GeoGebra-ს გამოყენებით მოსწავლეებმა ვიზუალურად დაინახეს, თუ როგორ იცვლება ფუნქციის გრაფიკები კოეფიციენტების ცვლილებისას.
კიდევ ბევრი მაგალითის დასახელება შეიძლება, სადაც მოსახერხებელია მათემატიკის სწავლა-სწავლების დროს ისტ რესურსების გამოყენება, რაც სხვა მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად იწვევს მოსწავლეებში პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების, სხვადასხვა უნარების ჩამოყალიბებას და განვითარებას. ისტ რესურსების გამოყენებისას მოსწავლეები აცნობიერებენ ეთიკურ/სოციალური ხასიათის პრობლემებს და იცავენ ეთიკურ ნორმებს. ბუნებრივია, ისტ რესურსების გამოყენების დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა საჭიროებები, მათი ასაკი, თითოეული მათგანის ინდივიდუალურობა, მათი ინტერესები. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანის დიდი ძალისხმევა სჭირდება, რათა მოსწავლისათვის გაკვეთილები იყოს საინტერესო, მრავალფეროვანი და სასიამოვნო, რაც საზოგადოების ღირსეული ადამიანის აღზრდისა და ჩამოყალიბების საწინდარია.
მზია დადვანი
დაბა აგარის საჯარო სკოლა, 2014 წ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. გოგიშვილი, ვეფხვაძე და სხვა მათემატიკა V-XII კლასებისათვის, ინტელექტი, თბილისი, 2010 წ.
2. ეროვნული სასწავლო გეგმა
3. ინტერნეტი:
http://dabaagara.blogspot.com
4. მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლისთვის, თბილისი, 2013
5. კვლევები განათლების სფეროში,მზია დადვანი, 2008 წ.
6. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელსეწყობა საგაკვეთილო პროცესში მათემატიკის სწავლებისას, მზია დადვანი, 2013 წ.
7. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2011 წ.
პირველი ეროვნული კონფერენციის მოხსენება
დაბა აგარის საჯარო სკოლა
2013 წ.
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა საგაკვეთილო პროცესში
მათემატიკის სწავლებისას
მზია დადვანი
როგორ მოვახდინოთ მათემატიკაში მიღებული ცოდნის რეალიზაცია, როგორ დავუკავშიროთ მისი სწავლებასხვადასხვა დისციპლინებს, როგორ ვასწავლოთ სკოლაში მრავალი ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრის გზებიმათემატიკის დახმარებით და, ბოლოსდაბოლოს, როგორ “გავაცოცხლოთ” მათემატიკა-ეს არის ის საკვანძოსაკითხები, რომელიც საფუძვლად დაედო ჩემს ნამუშევარს და რისი გაზიარებაც გადავწყვიტე კოლეგებისათვის.
პედაგოგები, ჩვენი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეულწილად მკვლევარებიც ვართ, სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა წარმატების მიღწევა მათემატიკის სწავლებაში. ჩემი გამოკვლევებით: მოსწავლეებზე დაკვირვებით, მშობლების, მასწავლებლების და მოსწავლეების გამოკითხვით, ასევე სხვა დისციპლინებთან ინტეგრირებული გაკვეთილებით დავადგინე, რომ მათემატიკის სწავლებაში ხშირად ზედაპირული და ფრაგმენტული ხასიათი იკვეთება:
• მოსწავლეები ვერ პოულობენ ცხოვრებისეული პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის გზებს
• მათ არა აქვთ ჩამოყალიბებული სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებში მათემატიკის ცოდნის გამოყენებისუნარ-ჩვევები
• მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ, რომ მათემატიკა არა მარტო სამეცნიერო, არამედ სოციალური დაკულტურული ღირებულებების მატარებელია
• მოსწავლეები ვერ ხვდებიან, რომ მათემატიკაში მიღებული ცოდნით შესაძლებელია რთული სიტუაციისთვალსაჩინო წარმოჩენა, მოვლენების ახსნა და მათი შედეგების განჭვრეტა
ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრა დამათემატიკის იმ მეთოდებით მიწოდება, რომელიც მოსწავლეებში ნერგავს და უყალიბებს მათ არაპროგრამულიპრაქტიკული ამოცანების ამოხსნის უნარ-ჩვევებს, საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ამისათვის გადავწყვიტე,რომ თითქმის ყოველი თემა, რომელიც მათემატიკაში ისწავლება, დავუკავშირო სხვადასხვა დისციპლინებსა დამეცნიერებებს, ასევე, ყოველი თემის შესწავლას დავუკავშირო შესაბამისი სიტუაციური ამოცანა.
ინტერდისციპლინარული სწავლება
მათემატიკის სწავლება სხვადასხვა დისციპლინებთან კავშირში უნდა განვიხილოთ. მოსწავლეს უნდა დავანახოთ, რომ მათემატიკა ცალკე განყენებული საგანი კი არ არის, არამედ მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დისციპლინებთან.
ხშირად ვსაუბრობ სხვადასხვა საგნის მასწავლებლებთან და ვეკითხები, თუ რა თემების სწავლებისას სჭირდებათ მათემატიკა, რა უჭირთ და რა გამოსდით კარგად ამ თემების შესწავლის დროს, ვგეგმავ და ვატარებ მათთან ერთად ან დამოუკიდებლად ინტეგრირებულ გაკვეთილს ან ვახორციელებ საგანმანათლებლო პროექტს.
ფიზიკის გაკვეთილი მათემატიკის გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. მასებისა და მოცულობებისდაკავშირება, მანძილის, დროისა და სიჩქარის დაკავშირება, პროპორციები, გრაფიკები და ა. შ. ჩამოთვლა იმმათემატიკური საკითხებისა, რომლებიც ფიზიკაში გამოიყენება, შორს წაგვიყვანს. ამიტომ, მაგალითად, მანძილის, დროისა და სიჩქარესთან დაკავშირებული ამოცანების სწავლებისას საკითხს აუცილებლად ფიზიკის ამოცანებთან ვაკავშირებ, ფიზიკის ამოცანების კონტექსტში განვიხილავ.
გეოგრაფიის გაკვეთილებზე ინტენსიურად მიმდინარეობს მათემატიკის საკითხების გამოყენება; მაგ.: მასშტაბისმიხედვით ორ პუნქტს შორის მანძილის გამოთვლა, მოსახლეობის სიმჭიდროვის გამოთვლა, ხვედრითი წილისგამოთვლა, ბუნებრივი ნამატის გამოანგარიშება, პროცენტების გამოყენება, სხვადასხვა დიაგრამებისა დაგრაფიკების აგება და სხვა. გეოგრაფია სტატისტიკასთან მჭიდრო კავშირშია, სტატისტიკა კი მათემატიკის ნაწილია.გეოგრაფიის მასწავლებლების აზრით, მოსწავლეებს ზოგჯერ უჭირთ ხვედრითი წილის გაგება. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ხვედრითი წილი სხვა არაფერია, თუ არა მონაცემთა ფარდობითი სიხშირე, ამიტომ სიხშირისა და ფარდობითი სიხშირის სწავლებისას მე-9-ე კლასში, გეოგრაფიის მასწავლებლებთან კონსულტაციის შემდეგ, გეოგრაფიის ამოცანებს განვიხილავ, მაგალითად: რამდენია საქართველოს თითოეული რეგიონის ფართობისა და მოსახლეობის ხვედრითი წილი, რამდენია საქართველოს სახმელეთო და საზღვაო საზღვრის ხვედრითი წილი ცალ-ცალკე, დაბა აგარის სხვადასხვა ეროვნების მცხოვრებთა ხვედრითი წილი და ა. შ. ასევე გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად ვგეგმავ და ვატარებ ინტეგრირებულ გაკვეთილს. ასეთი გაკვეთილი რამდენჯერმე ჩავატარე და, ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესოდ და ეფექტურადაც ჩაიარა.
პროპორციისა და პროცენტების სწავლებისას მეშვიდე-მერვე კლასებში, ქიმიის მასწავლებლებთან კონსულტაციის შემდეგ, ასევე განვიხილავ ქიმიის სწავლებასთან დაკავშირებულ ამოცანებს, მაგალითად, ხსნარის პროცენტულ შემადგენლობაზე, მოლურ მასებზე, შენადნობის პროპორციულ თუ პროცენტულ შემადგენლობაზე და სხვა.
სიმეტრიების სწავლებისას მნიშვნელოვანია ხელოვნების სხვადასხვა დარგების მოშველიება, პერიოდულობის-ბუნებასთან დაკავშირება და ა. შ. მათემატიკის გამოყენების სფეროების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ეს ყოველ ჩვენგანს კარგად მოეხსენება, მაგრამ საჭიროა მათემატიკის მოსწავლეებისთვის „გაცოცხლება“, მისი გამოყენების შესაძლებლობების დანახვება.
პროექტებით სწავლება
გარდა იმისა, რომ მოსწავლეებს უნდა დავანახოთ მათემატიკის სხვადასხვა დისციპლინებთან მჭიდრო კავშირი, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ მათემატიკა მათი ყოველდღიური ნაწილია. ამაში კი უთუოდ პროექტებითა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება დაგვეხმარება.
პროექტი: „მიუწვდომელ ადგილამდე მანძილების გაზომვა“
მეშვიდე კლასში სამკუთხედების ტოლობის ნიშნების სწავლისას მოსწავლეები სკეპტიკურად არიან განწყობილები საკითხისადმი და ვერ გებულობენ, რაში სჭირდებათ ან რაში გამოადგებათ ეს საკითხი ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები მზად იქნებიან გაკვეთილის ბუნებაში ჩასატარებლად, გამყავს ისინი გარეთ და ყველა ჯგუფისთვის შევარჩევ მიუწვდომელ ადგილს ცალ-ცალკე. ჯგუფებმა თოკებისა და ე.წ. „მეტრიანის“ გამოყენებით უნდა შეძლონ მიუწვდომელ ადგილამდე მანძილების გაზომვა და ამაში მათ სამკუთხედების ტოლობის მეორე ნიშანი გამოადგებათ. მოსწავლეებს ამ აქტივობით აუმაღლდებათ მათემატიკის სწავლის მოტივაცია და უმუშავდებათ მათემატიკის პრაქტიკაში გამოყენების უნარი. ყველა ჯგუფი, გაზომვების ჩატარების შემდეგ, ამზადებს მათ მიერ ჩატარებული სამუშაოს მონახაზს, მეორე დღეს გადააქვთ დიდი ფორმატის ფურცლებზე ეს ნახაზები და რიგ-რიგობით ახდენენ პრეზენტაციებს.
მერვე კლასში მიუწვდომელ ადგილამდე მანძილების გაზომვა დაკავშირებულია სამკუთხედების მსგავსებასთან, მეცხრე კლასში-ტრიგონომეტრიულ ფუნქციებთან, ხოლო მეათე კლასში-სამკუთხედების ამოხსნასთან ყველა იმ ცოდნის გამოყენებით, რაც დაბალ კლასებში მიიღეს მოსწავლეებმა. ამიტომ ეს პროექტი მიესადაგება მეშვიდე-მეათე კლასებს, აქ მხოლოდ ამოცანებია განსხვავებული. ბუნებაში სწავლა-სწავლება კი სასიამოვნო განწყობასაც უქმნის მოსწავლეებს და მიზანიც მიიღწევა.
არც X კლასის მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილი უმნიშვნელო. ერთ-ერთი მოსწავლის მოსაზრება “სამკუთხედების ამოხსნის” „არამოხიბლულობაზე“ ძალზე სწრაფად საპნის ბუშტივით გაქრა. მოსწავლეები ბუნებაში ჩატარებული გაკვეთილით “მოიხიბლნენ”. ისინი დიდი სიამოვნებით ზომავდნენ და გებულობდნენ მიუწვდომელ ადგილამდე მანძილებს მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენებით. კლასის სამმა ჯგუფმა კენჭისყრით აირჩია პრაქტიკული სახის ამოცანები:
ამოცანა #1
იპოვეთ ბოძის სიმაღლე მზიან ამინდში ერთმეტრიანი ჯოხისა და მეტრიანი რულეტის გამოყენებით.
ამოცანა #2
იპოვეთ ბოძის სიმაღლე სარკისა და მეტრიანი რულეტის გამოყენებით.
ამოცანა #3
იპოვეთ ბოძის სიმაღლე 2-მეტრიანი ჯოხისა და მეტრიანი რულეტის დახმარებით(აქ იგულისხმება მოღრუბლულიამინდი)
გაკვეთილმა ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა, მოსწავლეებმა კი ღრმად შეისწავლეს სამკუთხედებისამოხსნის თემა, ამ საკითხის ღრმად ცოდნა კი პრაქტიკაში უამრავი ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრისსაშუალებას იძლევა.
პროექტი: „ჩემი სკოლა ჩემი სახლია“
მეშვიდე კლასთან და ქართული ენის მასწავლებელთან ერთად მონაწილეობა მივიღე კონკურსში საქართველოს ფორუმი - 2013. აქ მოსწავლეებმა ძალიან დიდი შრომა გასწიეს როგორც პროექტის მომზადების პროცესში, ასევე მისი პრეზენტაციისთვის მზადებისას. პროექტზე სამუშაოდ კლასი დავყავით 6 ჯგუფად: „არქიტექტორები“, „მკვლევარები“, „სტატისტიკოსები“, „ჟურნალისტები“, „მონიტორინგის ჯგუფის წევრები“ და „ბლოგერები“. ყველა ჯგუფს თავისი დავალება ჰქონდა: „არქიტექტორებმა“ გაზომეს სკოლის გარე და შიდა პერიმეტრები და ფორმატის ქაღალდზე გადაიტანეს სკოლის გეგმა. „სტატისტიკოსებმა“ შეაგროვეს მონაცემები გასული სამი წლის განმავლობაში სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებების შესახებ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და სასერთიფიკაციო გამოცდებზე, შემდეგ ეს მონაცემები გადაიტანეს ცხრილებში და ააგეს შესაბამისი წრიული და სვეტოვანი დიაგრამები კომპიუტერის დახმარებით. „ჟურნალისტებმა“ გააფორმეს კედლის გაზეთი და შექმნეს ბუკლეტი ჩვენი სკოლის შესახებ, „მკვლევარებმა“ გამოიკვლიეს ჩვენს სკოლაში ფუნქციონირებული კლუბების მუშაობის შესახებ და შეაგროვეს მონაცემები ვიდეო და აუდიო მასალის სახით. ეს მონაცემები გადაეცათ „ბლოგერებს“, რომლებმაც პროექტის ხელმძღვანელების დახმარებით შექმნეს ჩვენი სკოლის ბლოგი. ბოლოს კი, მთელი სკოლისა და დაინტერესებული პირების წინაშე წარსდგნენ პრეზენტაციით. ბუნებრივია, ასეთი პრეზენტაციები მოსწავლეებს უფრო მეტად თვითდაჯერებულს ხდის და, გარდა მნიშვნელოვანი უნარების განვითარებისა, სიამაყის გრძნობაც ეუფლებათ.
პროექტი: „ბუნებრივი განათება ჩვენს ფანჯრებში“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს უნდა დაედგინათ, შეესაბამება თუ არა საკლასო ოთახის ბუნებრივი განათება სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს, ამისათვის მათ ჯერ საკლასო ოთახის ფანჯრის ზომები უნდა აეღოთ, ფანჯრების ფართობი გამოეთვალათ, შემდეგ კლასის ფართობი გამოეთვალათ, შესაბამისი შეფარდება უნდა ეპოვათ და მიღებული რიცხვი შეედარებინათ ნორმასთან. ამ აქტივობის გაგრძელება იყო ის, რომ თითოეულ მოსწავლეს იგივე გაზომვები თავის სახლშიც უნდა ჩაეტარებინა, კერძო სახლების შემთხვევაში მოსწავლეებს პირველი და მეორე სართულის იმ ოთახების კვლევა უნდა ჩაეტარებინათ, სადაც გაკვეთილებს ამზადებენ და დაედგინათ, თავიანთი სამუშაო ოთახების ბუნებრივი განათება რამდენად შეესაბამება ნორმით გათვალისწინებულს. ეს აქტივობა მეშვიდე და მერვე კლასებში გამოვიყენე. მათ მოეწონათ გაზომვების პროცესი სკოლაში და სახლში და დიდი სიამოვნებით შეასრულეს დავალება, ასევე მათ მოეწონათ ის, რომ დაიდო მათი კვლევის შედეგები და დასკვნები.
პროექტი: „წრფივი დაპროგრამება და ბიზნეს-გეგმა“
XI კლასში „წრფივი დაპროგრამების ამოცანების“ შესწავლის დროს მიზანშეწონილად მივიჩნიე, რომ ეს თემა უნდა „გამეცოცხლებინა“. მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, მათ შევთავაზე იდეები ბიზნესისთვის, ჯგუფებმა აირჩიეს მათთვის სასურველი ბიზნესები, ისეთები, რომლებიც ახლოს იყო მათთვის, მათი ოჯახებისთვის, მაგ.: ავეჯის წარმოება, მეტალოპლასტმასის ორგვარი სახის კარ-ფანჯრების წარმოება, ორგვარი ტიპის ქათმის წარმოება, თევზის წარმოება და სხვა. ჯგუფებს უნდა შეედგინათ ბიზნეს-გეგმები და გარკვეული შეზღუდვების პირობებში მინიმალური დანახარჯებით მიეღოთ მაქსიმალური მოგება. მაგრამ ბიზნესის არჩევის შემდეგ ერთ-ერთმა ჯგუფმა თემა შეცვალა და მეგობრისათვის ლექსების კრებულის დაბეჭვდის მიზნით, მათ გადაწყვიტეს, სტამბებთან ეთანამშრომლათ და წრფივი დაპროგრამების საშუალებით სტამბებში არსებული შეზღუდვების პირობებში აერჩიათ ერთ-ერთი სტამბა, რომელმაც მინიმალური დანახარჯებით და მაქსიმალური მოგებით გამოსცა ლექსების კრებული. ამ ჯგუფის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში მოიძიეს სპონსორიც და, ამგვარად, მეგობარს მოუწყვეს სიურპრიზი-მოუძებნეს სპონსორი და აურჩიეს სტამბა. ბიზნეს-გეგმებზე მუშაობა ძალიან საინტერესოდ მიდიოდა, ჯგუფებმა პრეზენტაციები მოამზადეს და წარდგნენ პარალელური კლასისა და დაინტერესებული პირების წინაშე.
მოსწავლეები პროექტებით, პრობლემური სწავლებით, სხვადასხვა საგნებთან ინტეგრაციით უფრო კარგად ხედავენ მათემატიკის პრაქტიკასთან მჭიდრო კავშირს, მათ უმუშავდებათ პრაქტიკული ამოცანების მათემატიკური ინტერპრეტაციისა და მათი ამოხსნის უნარები, მათ უვითარდებათ შესრულებული სამუშაოს ისტ-ის გამოყენებით პრეზენტაციის უნარი, გუნდური მუშაობის უნარები და, რაც მთავარია, მაღლდება მათი მათემატიკის სწავლის მოტივაცია.
მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია ასევე სახალისო-შემეცნებითი ღონისძიებების ჩატარება. მაგ.: მეხუთე კლასში გარკვეული საკითხების განმტკიცებისა და გამოყენების მიზნით ჩავატარე ვიქტორინა, რომელიც რამდენიმე ტურისაგან შედგებოდა. მოსწავლეებმა შეძლეს მათემატიკური ცოდნის რეალიზება საზოგადოების წინაშე, არსებულ კონკურენტულ გარემოში, რამაც საკმაოდ შეუწყო ხელი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.
ამგვარად, თითოეული მასწავლებელი უნდა შეეცადოს, რომ მოსწავლეებს დაანახოს მათემატიკის მჭიდროკავშირი პრაქტიკასთან, მათ ასწავლოს, როგორ მოახდინონ მათემატიკაში მიღებული ცოდნის რეალიზება, როგორგადაჭრან მრავალი ცხოვრებისეული ამოცანა მათემატიკის დახმარებით. ჩემი მიზანია, მათემატიკა გადავაქციოთითოეული მოსწავლის ცხოვრების სასიამოვნო და აუცილებელ ნაწილად. სწორედ ამისათვის იყო საჭიროგანსხვავებული გაკვეთილების სცენარების შექმნა, მათ მომავალშიც გამოვიყენებ, რათა გაიზარდოს მოსწავლეთამოტივაცია მათემატიკის სწავლებაში.
P.S. შეიძლებოდა ჩემი პედაგოგიური გამოცდილება კიდევ მეტად გამეშალა და გამეზიარებინა კოლეგებისათვის, მაგრამ კონფერენციის ფორმატით ეს შეუძლებელია. ვმუშაობ ჩემი პორთფოლიოს ელექტრონულ ვერსიაზე, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის უფრო ვრცელი სახით გაცნობისსაშუალება.
დამხმარე რესურსები
1. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე და სხვა, მათემატიკა VII კლასი, ინტელექტი
2. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე და სხვა, მათემატიკა VIII კლასი, ინტელექტი
3. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე და სხვა, მათემატიკა IX კლასი, ინტელექტი
4. გ. გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე და სხვა, მათემატიკა X კლასი, ინტელექტი
5. “ინტერაქციული გაკვეთილების ელემენტები, 1 და 2 ნაწილი,მასწავლებლის ბიბლიოთეკა, 2007 წ.
6. ეროვნული სასწავლო გეგმა საგანმანათლებლო სკოლებისთვის, თბილისი, 2011 წ.
7. მ. დადვანი, „კვლევები განათლების სფეროში“, პირველი ეროვნული კონფერენცია, 2008 წ.
8. ინტერნეტი
Subscribe to:
Posts (Atom)